სწრაფი გმირების შესახებ!
ჩვენი, როგორც სწრაფი გმირების მისია არის, ვასწავლოთ მსოფლიოს თავის ტვინზე შეტევის (ინსულტის) სიმპტომები და ეფექტები.

იცოდით, რომ 

  1. ყოველ 30 წუთში ინსულტის მქონე პაციენტი, რომლის გადარჩენა შესაძლებელი იყო, კვდება ან სამუდამოდ უნარშეზღუდული ხდება იმის გამო, რომ მას არასწორ საავადმყოფოში უმკურნალეს?
  2. ინსულტის მქონე პაციენტების უმრავლესობა ვერ იღებს მკურნალობას იმიტომ, რომ საავადმყოფოში დაგვიანებით ხვდებიან?
  3. ინსულტის მქონე პაციენტების საშუალო ასაკი არის დაახლოებით 70 წელი? ისინი არ არიან უბრალო პაციენტები, ისინი არიან ბებია-ბაბუები/დეიდები/ბიძები, რომელთაც შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეთ ჩვენი ბავშვების ცხოვრებაზე. ჩვენ ინსულტს კი არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით ბავშვებსა და მათ ბებია-ბაბუებს შორის მეტი საურთიერთო დროის მისაღებად. 

ჩვეულებრივ, ინსულტს იწვევს სისხლის კოლტი, რომელიც ახშობს არტერიას, რომელიც თავის ტვინს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. როგორც კი ეს მოხდება, თავის ტვინის ის უბანი, რომელიც ამ არტერიით მარაგდებოდა, იწყებს სიკვდილს. უჯრედების ეს პროგრესირებადი სიკვდილი იწვევს იმ სიმპტომებს, რომლებსაც ვხვდებით, მაგალითად: 

  • სახის მოულოდნელად ჩამოკიდება ცალ მხარეს, ან 
  • მოულოდნელი სისუსტე ერთ ხელში, და/ან 
  • მეტყველების მოულოდნელი გართულება. 

როდესაც ეს ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმშვიდის შენარჩუნება და სწრაფად დარეკვა ნომერზე 112. პაციენტს, რომელზედაც ეჭვობენ, რომ ინსულტი აქვს, სასწრაფო საავადმყოფოში გადაიყვანს, სადაც შესაძლებელია კოლტის მოცილება და არტერიის გახსნა (საჭიროებისამებრ), რაც ხელს შეუშლის ტვინის შემდგომ დაზიანებას. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს, მით უფრო მაღალია სრული გამოჯანმრთელების ალბათობა. 

ისევე, როგორც არასოდეს მოგვივა თავში, რომ წავიყვანოთ თვალის ექიმთან ქალი, რომელიც ესესაა იმშობიარებს, ასევე პაციენტები ეჭვით ინსულტზე უნდა წავიყვანოთ მხოლოდ „ინსულტის სამკურნალოდ მზა“ საავადმყოფოებში. 

ყველა საავადმყოფო არ არის ორგანიზებული და აღჭურვილი ინსულტის მქონე პაციენტების მისაღებად. არ უნდა მოველოდოთ, რომ ფართო საზოგადოებამ იცის, რომელი საავადმყოფოები არის „ინსულტის სამკურნალოდ მზა“. ამ დროს უმჯობესია, დავრეკოთ ნომერზე 112. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ნასწავლი აქვთ, სად წაიყვანონ პაციენტები ეჭვით ინსულტზე. 

ჩვენი, როგორც სწრაფი გმირების მისია, მდგომარეობს იმაში, რომ ვასწავლოთ მსოფლიოს ინსულტის სიმპტომები და ის, რომ სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ნომერზე 112 დარეკვა და არა დახმარების სხვაგან მოძიება. 

გვჯერა, რომ ყველამ - ახალგაზრდამ და მოხუცმა, - უნდა იცოდეს, თუ რა არის ბოროტი კოლტი, რატომ არის ის სახიფათო და რა არის მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ეს ვებგვერდი შეიქმნა სწავლისა და გართობის მიზნით, რომ მოხდეს ოჯახებისთვის ინსულტის სიმპტომების გაცნობა და მათი დაკავშირება ევროკავშირში გამოყენებულ სასწრაფო დახმარების ნომერთან 112, აგრეთვე სწავლება იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთი სიმპტომების გამოვლენისას.

რესურსები
თუ გსურთ, გაავრცელოთ სწრაფი გმირების ამბავი და გაკვეთილები. შეგიძლიათ, გვთხოვოთ ჩვენ მიერ შემუშავებული ნებისმიერი საშუალებები და გაუზიაროთ ისინი თქვენს ირგვლივ მყოფთ.
გააზიარეთ
რაც უფრო მეტ სწრაფ გმირს მოვამზადებთ, მით უკეთესია. გაუზიარეთ ჩვენი ამბავი თქვენს მეგობრებსა და ოჯახს და დაგვეხმარეთ, რომ მსოფლიოში მეტი გმირი იყოს.
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software