უკან
მოკრძალებული დასაწყისი

უდიდესი სიყვარულით და ერთიანი ხედვით აღჭურვილმა გუნდმა, რომელიც შედგებოდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან და განათლების ექსპერტებისგან საბერძნეთის მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტიდან, თანამშრომლობა დაიწყო ანგელოზების ინიციატივასთან. გუნდს სჭირდება სახელი და ვინაიდან ამ გუნდის მისია იყო სწრაფი გმირების კამპანიის სკოლაზე დაფუძნებული სწავლების ელემენტების შექმნა, მათ თავიანთ თავს სუპერ დიდი ლიგა (Super Grand League - SGL) დაარქვეს.

ანგელოზების ინიციატივა ძალიან წარმატებით ეხმარებოდა სამედიცინო საზოგადოებას ინსულტის მქონე პაციენტების მოვლის გაუმჯობესებაში. ამას აკეთებენ საჭიროების მქონე რეგიონებში ინსულტის სამკურნალოდ მზა, ახალი საავადმყოფოების გახსნით. აგრეთვე ინსულტის სამკურნალოდ მზა, უკვე არსებულ საავადმყოფოებს ეხმარებიან მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაში და მჭიდროდ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტრუქტურებთან ინსულტის დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინსულტის მქონე პაციენტები მიყვანილ იქნან ინსულტის სამკურნალოდ მზა საავადმყოფოებში. საბოლოო მიზანი მათთვის იყო ზოგადი მოსახლეობისთვის ინსულტის ნიშნებისა და სიმპტომების სწავლების სისტემატიური პროცესი და ახსნა იმისა, რომ ამ სიმპტომების გაჩენისას სასწრაფოში უნდა დარეკონ. რადგან ინსულტის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ უფრო ასაკოვნები არიან (საშუალო ასაკი არის 70 წელი), გუნდმა მიზნად დაისახა "გადავარჩინოთ მსოფლიო - თითოეული ბებია-ბაბუა ცალ-ცალკე".

ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო იყო, რომ ბავშვებს მიეღოთ სიამოვნება, ყოფილიყვნენ აქტიურები და ესწავლათ. აგრეთვე საჭირო იყო, რომ ბავშვებს თავიანთ თავზე აეღოთ მისია, ესწავლებინათ თავიანთი მშობლებისთვის და ბებია-ბაბუისთვის ნასწავლი მასალა.

SGL გუნდი თავისი 5-კვირიანი გამოცდილების შემდეგ მზად იყო პირველი ცდის გასავლელად - ეჩვენებინა საკუთარი კამპანია ბავშვებისთვის!

2018 წლის დეკემბერში SGL გუნდმა მოიწვია რამდენიმე ოჯახი სიმულაციების სერიის გასავლელად, რათა შეესწავლა ბავშვების რეაგირება და დაეხვეწა 5-კვირიანი გამოცდილების სასწავლო ელემენტები. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები განასახიერებს სწრაფი გმირების პირველად ჩატარებულ სწავლებას სიმულაციების მეშვეობით. SGL გუნდმა ძალიან ბევრი ისწავლა, ბავშვები ძალიან გაერთნენ და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ძალიან უნდოდათ, რაც ისწავლეს, ყველაფერი მშობლებისთვის მოეყოლათ. მისია დასრულებულია!

თესალონიკში პირველ სკოლაში, სადაც პროგრამა დაინერგა - თესალონიკის ანატოლიის საშუალო სკოლაში - მიღებული იქნა უზარმაზარი გამოცდილება, რადგან სწრაფ გმირებს ოფიციალური უფლება მისცეს, გასულიყვნენ და მსოფლიო გადაერჩინათ - თითოეული ბებია-ბაბუა ცალ-ცალკე. ადგილობრივად მომუშავე ბავშვთა ფსიქოლოგიც აღფრთოვანდა, თუ რა კარგად იყო მომზადებული მასალა და როგორ დადებითად რეაგირებდნენ ბავშვები მასზე.

ამის შემდეგ სამ ქალაქში - თესალონიკი, ალექსანდრუპოლისი და ათენი, - 383 ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა შეასწავლეს პატარა ბავშვებს, თუ როგორ უნდა აიღონ საკუთარ თავზე მისია - ასწავლონ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, გახდნენ სწრაფი გმირები.

სწრაფი გმირების პროექტში არასოდეს იქნება დავიწყებული ის პირველი მომენტები, როდესაც ამ საოცარმა პროექტმა თავისი უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში პირველი ნაბიჯები გადადგა!

ადგილობრივი პილოტირება, მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, საბერძნეთი, 2018 დეკემბერი და 2019 იანვარი (მარცხნიდან მარჯვნივ) კალიოპი ტსაკპუნიდუ [Kalliopi Tsakpounidou] (საბერძნეთში სწრაფი გმირების პროექტის მენეჯერი), ვასილია კუნტურა [Vasilia Kountoura], მარია გუდირა [Maria Goudira]

 

ადგილობრივი პილოტირება, მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, საბერძნეთი, დეკემბერი და იანვარი (მარცხნიდან მარჯვნივ) კრისტიანა გეორგუსოპულუ [Christianna Georgousopoulou], ალექსანდრა სამარენტსი [Alexandra Samarentsi], მაგდალინი ბუტიონი [Magdalini Boutioni] სუპერძლიერი ლიგის გუნდიდან

 

მარცხნიდან მარჯვნივ) პარასკეუას კოლინძისი [Paraskeuas Kilintzis], სოკრატის პსომიადისი [Socratis Psomiadis], პანაგიოტის კუნტურასი [Panagiotis Kountouras] სუპერძლიერი ლიგის გუნდიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

მარცხნიდან მარჯვნივ) ვასილია კუნტურა [Vasilia Kountoura], ფრეიდერიკი ტსელეკიდუ [Freideriki Tselekidou], მარია გუდირა [Maria Goudira] სუპერძლიერი ლიგის გუნდიდან

 

ანატოლიის კოლეჯის საბავშვო ბაღი, 2019 წლის იანვარი-თებერვალი

 

(მარცხნიდან მარჯვნივ) ევა ფრანსეს კულესი [Eva Frances Coules] (სწრაფი გმირების 112 ელჩი), ჰარის კამარიოტისი [Haris Kamariotis] (ფსიქოლოგი), ჰარიკლია პროიოსი [Hariklia Proios], ელენა კოტა [Elena Kota] (ანატოლიის კოლეჯის საბავშვო ბაღის დირექტორი), იან ვან დერ მერვე [Jan van der Merwe] (სწრაფი გმირების 112 პროექტის ხელმძღვანელი), მარია ბასკინი [Maria Baskini] (კომუნიკაციების მენეჯერი), ფრეიდერიკი ტსელეკიდუ [Freideriki Tselekidou] (სუპერძლიერი ლიგის გუნდის წევრი)

 

(მარცხნიდან მარჯვნივ) მარია აკრიტიდუ [Maria Akritidou] (ფსიქოლოგი), ჰარიკლია პროიოსი [Hariklia Proios], ევა ფრანსეს კულესი [Eva Frances Coules] (სწრაფი გმირების 112 ელჩი), ელენა კოტა [Elena Kota] (ანატოლიის კოლეჯის საბავშვო ბაღის დირექტორი), კალიოპი ტსაკპუნიდუ [Kalliopi Tsakpounidou] (საბერძნეთში სწრაფი გმირების პროექტის მენეჯერი)

შემდეგი
წინა
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software