უკან
სასწავლო პროგრამა ბერძნულ ენაზე, პილოტური ციფრული ვერსია.
სწრაფი გმირები 112-ის სასწავლო პროგრამის რესტრუქტურიზაცია „კარანტინის“ დროს

დღევანდელი დღისთვის რვა სკოლამ და 383 ბავშვმა და მათმა ოჯახებმა საბერძნეთში (თესალონიკი, ალექსანდრუპოლისი და ათენი) შეასრულეს მისია და გახდნენ სწრაფი გმირები. მათ, როგორც სწრაფმა გმირებმა, გაიარეს სწავლება კლასში, რომ ეცნოთ ინსულტის სიმპტომები და მიემართათ დახმარებისთვის 112ნომერზე დარეკვით. იმ დროს, როდესაც ამ პანდემიის დროს სულ უფრო აქტუალური ხდებოდა დებატები სახლში დარჩენის შესახებ, თესალონიკში, საბერძნეთში, მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტში პროგრამის ადგილობრივი დანერგვის გუნდს დაებადა მნიშვნელოვანი შეკითხვები მთავარ მკვლევართან, ასოცირებულ პროფესორთან ჰარიკლია პროიოსთან [Hariklia Proios], ფილოს.დოქტ., CCC-SLP, ქსელური ფონდის "ჯანმრთელობის სკოლები ევროპაში" (SHE) წევრთან. გარკვეული დისკუსიის შემდეგ შევთანხმდით, რომ ამ პერიოდში, პროგრამის განხორციელება ციფრული ფორმით გაგვეგრძელებინა. იმის გათვალისწინებით, რომ კარანტინის დროს ბავშვებიც ვერ ახერხებენ თავიანთი საყვარელი ადამიანების, როგორიცაა ბებია-ბაბუები, მონახულებას, ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი სიყვარული და ზრუნვა მათ მიმართ. ამავე დროს, ბავშვებს ასწავლიან, შეიმუშავონ ზრდასრული და პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომა ჯანმრთელობის საკითხების მიმართ, რაც მათთან მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩება და პასუხისმგებელ მოქალაქეებად აქცევს.

ჩვენ მიერ პრობლემის გადაწყვეტა იყო კლასში ჩასატარებელი პროგრამის გარდაქმნა 5 ვიდეოსგან შემდგარ სერიაში, თითოეული 15 წუთის ხანგრძლივობით. მშობლებს სთხოვეს, ჯერ დარეგისტრირებულიყვნენ www.fastheroes.com ვებგვერდზე და შემდეგ ენახათ ვიდეოები იგივე თანამიმდევრობით, როგორც პროგრამაში, რომელიც კლასში განხორციელებისთვის იყო მომზადებული. ვიდეოებში წარმოდგენილია გამოსახულებებისა და ხმის სხვადასხვა ინტერაქტიური კომბინაციები, როგორიცაა ციფრული ამბის მოთხრობა, ხელნაკეთობა, ხატვა, თამაშები, დავალებები და ა.შ.

პილოტურ პროგრამაში ჩართული იყო 33 ბავშვი, 3-9 წლის, საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქიდან (ქალკიდა, ელეფტერუპოლისი, კასტორია, კატერინი, ნაუსა, პატრა, პირეოსი, თესალონიკი) და ეხლა უკვე კვიპროსიც (ლიმასოლი და ნიქოზია). პილოტური პროგრამის ფარგლებში, მშობლებს სთხოვეს, ყოველი სესიის შემდეგ გამოეგზავნათ ფოტო, სადაც ნაჩვენები იქნებოდა სახლში შესრულებული აქტივობა. გუნდს ძალიან უხაროდა ამ ოჯახების მოხერხებულობისა და სიხარულის ნახვა, როდესაც ინსულტის სიმპტომებს სწავლობდნენ. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ფოტოსურათი, თუ როგორ მონაწილეობენ კარანტინში ჩვენი პატარა სწრაფი გმირები პროგრამის პილოტური ციფრული ვერსიის განხორციელებაში.

ამ ციფრული პილოტური პროგრამის წარმატების შედეგად საბერძნეთში KIDOT ფესტივალთან ერთად ოჯახებში წამოწყებულ იქნა ვიდეო კამპანია.

იმედი გვაქვს, რომ სწრაფი გმირები შეძლებენ ამ დროში ოჯახების გაერთიანებას.

 

შემდეგი
წინა
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software