უკან
George Herald
სამხრეთ აფრიკა - ბავშვებს ასწავლეს, როგორ გადაარჩინონ თავიანთი გმირები

ბავშვებს ასწავლიან, როგორ შენიშნონ ინსულტის ნიშნები

GEORGE NEWS – ჯორჯში ჩატარდა კამპანია ბავშვების მეშვეობით ოჯახებისთვის ინსულტის სამი ძირითადი სიმპტომის შეცნობის შესასწავლად.

ჯოჰან პრინსლო (Johann Prinsloo), გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცნობილი სერვისის ყოფილი უფროსი, ეხლა კი 911 „პარამედიკოსთა მომსახურების" (Paramedical Services) მფლობელი და ინსულტის ანგელოზების ინიციატივის ელჩი სამხრეთ კეიპში, იყო პირველთაგანი სამხრეთ აფრიკაში, ვინც პილოტურად აამუშავა ახლად შემუშავებული პროგრამა „სწრაფი გმირები“112.

ნოემბერში ანგელოზების პროექტის წარმომადგენლებთან ერთად პრინსლომ წარადგინა დაფინანსებული პროგრამა ჯორჯის სამხრეთის დაწყებით სკოლაში და კლუტერვუდის საბავშვო ბაღში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 177 ბავშვმა ხუთი წლიდან პირველ კლასამდე. ისინი დააჯილდოვეს განსაკუთრებული და სახალისო დახურვის ღონისძიებით, რომელიც ჩატარდა პარასკევს 29 ნოემბერს, სადაც ყველას გადაეცა სწრაფი გმირების მაისური.

„ნამდვილად კმაყოფილი ვარ სკოლებიდან და მშობლებისგან მითებული გამოხმაურებით. პროგრამა აგრეთვე ვსინჯე ჩემი საკუთარი ხუთი წლის ქალიშვილის შემთხვევაში და გასაოცარი იყო, რამდენად ადვილად დაიმახსოვრა მან ინფორმაცია და შეძლო მისი გახსენება“, - ამბობს პრინსლო.

სწრაფი გმირების პროგრამა შეიმუშავა მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტმა.

„სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად 360 მეტ ადამიანს უვითარდება ინსულტი, აქედან 90 რჩება უნარშეზღუდული, ხოლო 110 გარდაიცვლება. თუ ინსულტის მქონე პაციენტი ინსულტის სამკურნალოდ მზა საავადმყოფოში სამი საათის განმავლობაში მოხვდება, შესაძლებელი იქნება უნარშეზღუდულობისა და გარდაცვალების თავიდან აცილება“, - ამბობს პრინსლოო.

„აქ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბავშვების დიდი პროცენტული მაჩვენებელი იზრდება ბებია-ბაბუების სახლებში, კამპანიას შეუძლია ბევრი სიცოცხლის გადარჩენა და უნარშეზღუდულობის თავიდან აცილება. ბავშვებს ვასწავლით, მაგრამ აგრეთვე ვრთავთ მათ ოჯახის წევრებსაც.“

სამი საყვარელი ბებია-ბაბუა სუპერგმირის მეშვეობით, რომელიც მონაწილეობს მოკლე ვიდეოებში და თითოეული ბავშვისთვის გადაცემულ მასალაში, ხდება სიმპტომებისა და გადაუდებელი დახმარების ტელეფონის ნომრის (112) დამახსოვრება. მათ აგრეთვე სახლში მიაქვთ პოსტერები, რომელიც მასალას გაახსენებს.

მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ ინტერნეტით გააზიარონ ეს სახალისო ღონისძიებები და სწრაფი გმირების ვებ-გვერდზე თავიანთი ოჯახიც დაარეგისტრირონ.

პროგრამა წარმოდგენილია ხუთი ერთსაათიანი სესიის სახით, რომელიც ჩატარდება სკოლის პერიოდში. „საპილოტე პროგრამა ძალიან წარმატებული იყო და დიდია შანსი იმისა, რომ ეს პროგრამა შეთავაზებული იქნება რაიონის სხვა სკოლებშიც“, - ამბობს პრინსლოო.

მან აგრეთვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს (ამანდა რადემაიერი, ჰედი კუგელენბერგი, ალფია ენგელბრეხტი, ლორეინ კრილი, კეითი გერმიშისი და კრისტა ვან დერ ერვე), რომლებმაც დამატებითი დრო დაუთმეს ამ პროექტს, რომ ის წარმატებული ყოფილიყო. პრინსლოსთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგნაირად: 076 577 9779.

ჟურნალისტი ალიდა დე ბეერი [Alida de Beer] | შაბათი, 07 დეკემბერი 2019, 07:58

შემდეგი
წინა
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software