უკან
ევროპა
ანგელოზების ინიციატივა სუპერგმირებს ეძებს

სუპერგმირების აყვანა

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 4 ჩვენთაგანიდან 1-ს აღენიშნება ინსულტი. WSO აგრეთვე გვასწავლის, რომ ინსულტი ექვემდებარება მკურნალობას. ბევრ ქვეყანაში ეს ჯერ კიდევ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ძალიან ცოტა პაციენტი მიმართავს ისეთ საავადმყოფოს, რომელსაც შეუძლია მათთვის სწორი მკურნალობის უზრუნველყოფა, და კიდევ უფრო ნაკლები პაციენტი დროზე მოდის, რომ მიიღოს მკურნალობა, რომელიც დაეხმარება ინსულტისგან გადარჩენასა და საავადმყოფოს შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რითმში დაბრუნებაში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ანგელოზების ინიციატივა ბევრს მუშაობდა იმის მისაღწევად, რომ „ინსულტის სამკურნალოდ მზა საავადმყოფოების“ რაოდენობა გაიზარდოს და პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა იმ მკურნალობაზე, რომელსაც იმსახურებენ. აგრეთვე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სასწრაფოებმა ინსულტის მქონე პაციენტები სწორედ ამ საავადმყოფოებში მიიყვანონ, და როდესაც ეს მოხდება, ამ საავადმყოფოებმა შეძლონ შესთავაზონ ყველაზე შესაფერისი მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტურად.

ხშირად პაციენტები არ აღიქვამენ თავიანთ სიმპტომებს საკმარისად სერიოზულად, რომ გამოიძახონ სასწრაფო; ისინი დასახმარებლად მიმართავენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან თერაპევტებს და ხშირად მათ არ ურჩევენ სასწრაფოს გამოძახებას.

ამგვარად, ორი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი:

  1. გავაუმჯობესოთ ინსულტის ყველაზე ხშირი სიმპტომების შეცნობა
  2. ვასწავლოთ ზოგად მოსახლეობას, რომ ინსულტი გადაუდებელი მდგომარეობაა და ამ სიმპტომების გაჩენისას საჭიროა სასწრაფოს გამოძახება და არა დახმარების სხვაგან მოძებნა.

ამის გაკეთება არ არის ადვილი ამოცანა. გახსოვდეთ, რომ ინსულტის მქონე პაციენტების საშუალო ასაკი არის 70 წელი. მოსახლეობის ეს ნაწილი არ უთმობს დიდ დროს სოციალური მედიისა თუ სამედიცინო ბლოგების წაკითხვას. ისიც ვიცით, რომ არ შეგვიძლია მხოლოდ ვასწავლოთ, რადგან მათი პირველი რეაქცია არის დახმარებისთვის მიმართვა, ამგვარად, აგრეთვე უნდა ვასწავლოთ მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც, რომლებსაც მათ შეიძლება მიმართონ ინსულტის დროს.

როდესაც შევეცადეთ ამ პრობლემის გადაჭრას, ვნახეთ სოციოდემოგრაფიული მონაცემები, რომელთა თანახმად, იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის სწავლებასაც ვცდილობთ, 50%-მდე უვლის შვილიშვილებს კვირაში სულ მცირე ორჯერ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ორივე მშობელი მუშაობს, ან ის, რომ რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. ამან გარკვეული იდეა მოგვცა.

რა მოხდება, თუ გამოვიყენებთ შვილიშვილებს, როგორც საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შევასწავლით ბებია-ბაბუებსა და მათ მეგობრებსა და ოჯახს. დავათვალიერეთ ბებია-ბაბუების სახლები და ვნახეთ, რომ ძალიან ხშირად მათ აქვთ კედლებზე გამოფენილი შვილიშვილების სურათები და ნახატები. ეს შეიძლება იყოს თითით შესრულებული საშინელი ნახატი, მაგრამ მასაც უპოვნიან ადგილს კედელზე, რადგან სენტიმენტალურები არიან. ამან გვაფიქრებინა, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ეს და მივაცემინოთ ბავშვებს ბებია-ბაბუებისთვის ისეთი საჩუქარი, რომელიც მათ ასწავლის ინსულტის შესახებ და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან სხვა სურათებს შორის ეკიდება კედელზე.

მშობლებზე ზემოქმედება უფრო ადვილი იყო, რადგან ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაგვჭირდა, ეს იყო ბავშვების მიერ მშობლების ჩართვა, სთხოვდნენ რა ვებგვერდზე შესვლას ან მოიტანდნენ რა სახლში სკოლაში ნასწავლ ინფორმაციას.

სწრაფი გმირების პროგრამა, რომელმაც ახლახანს მიიღო მხარდაჭერა WSO-გან, ამის გადაწყვეტას აპირებს ანიმაციურ გმირებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით, სადაც ცენტრალური გმირი არის დათუჩა, რომელიც გახდება სწრაფი გმირი, როდესაც ისწავლის, როგორ შეებრძოლოს ბოროტ კოლტს, და გადაარჩენს თავისი ბებია-ბაბუა გმირის სიცოცხლეს.

მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტთან პარტნიორობაში შემუშავებული პროგრამა წარმოადგენს კამპანიას სკოლის ბაზაზე, რომელიც მიმართულია 5-8 წლის ბავშვებზე და შედგება ოთხი სუპერგმირის ირგვლივ ორგანიზებული სხვადასხვა აქტივობებისგან. 5 კვირის პერიოდზე გაწერილი ეს აქტივობები ასწავლის მონაწილეებს, როგორ უნდა ამოიცნონ ინსულტის ძირითადი სიმპტომები, და ხაზს უსვამს ინსულტზე ეჭვის მიტანისას სასწრაფოში 112 ნომერზე დარეკვის აუცილებლობას.

ბავშვებს აძლევენ მისიას, ასწავლონ სულ მცირე ორ ბებია-ბაბუა გმირს. ყოველკვირეულად 5 კვირის განმავლობაში ბავშვები თავიანთ ორ ბებია-ბაბუა გმირს შემეცნებითი შეტყობინების შემცველ პერსონალიზებულ ბარათებს უმზადებენ, რომლებიც მათ პროგრამის დასასრულს გაეგზავნებათ. ბებია-ბაბუა გმირებს სთხოვენ, რომ, როდესაც მათ მიიღებენ, დაკიდონ კედელზე ან მაცივარზე სხვა სურათებთან ერთად.

ოჯახის დანარჩენი წევრების სწავლებისთვის ბავშვებს მისცემენ პოსტერებს საძინებელ ოთახში დასაკიდად და ნიღაბს, რომლითაც სახლში ითამაშებენ. გვინდა, რომ ჩვენი სწრაფი გმირები სახლებში ჩანდნენ, და მოვუწოდებთ მშობლებს, ჩაერთონ ამ სახალისო პროცესში. ამისთვის კვირაში ერთხელ უნდა შევიდნენ ინტერნეტში, რომ უყურონ ვიდეოებს, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ ბავშვებს მისიის შესრულებაში.

პროგრამის პილოტირება მოხდა საბავშვო ბაღებში საბერძნეთში და მიღებულმა შედეგებმა გამოავლინა ბევრი ბედნიერი ბავშვი, ამაყი ბებია-ბაბუები და მშობლები ინსულტის ცოდნის გაცილებით უფრო მაღალი დონით.

კლასში გამოსაყენებელი რესურსები არის ასაკის შესაფერისი და მოიცავს ისეთ სასწავლო მასალას, როგორიცაა მოკლე ანიმაციური ფილმები, კლასში შესასრულებელი ღონისძიებები, სწრაფი გმირების სიმღერა და სახლში წასაღები მასალა, ინფორმაციის ოჯახის წევრებისთვის გასაცნობად. ჯამში პროგრამა ოჯახებს ამარაგებს ორმაგი დანიშნულების საშუალებებით, რათა ხარისხიანი დრო ერთად გაატარონ ოჯახში და ამით ხელი შეუწყონ ინსულტის შესახებ ცოდნის განუზრახველ გავრცელებას.

ამ პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მომხიბვლელობა არის ის სიადვილე, რომლითაც ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება. შეიძლება თქვენ ექიმი ან ექთანი ხართ, რომელიც მუშაობს ინსულტის სამკურნალოდ მზა საავადმყოფოში, და გსურთ, ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას, რომ მეტმა პაციენტმა მიმართოს დროულად სწორ საავადმყოფოს მკურნალობის ჩასატარებლად. ან შეიძლება იცნობდეთ ვინმეს, ვინც მუშაობს სასწრაფოში და აქვს სკოლებთან ურთიერთობის გამოცდილება, ან იცნობთ მშობელს, რომელსაც სცალია, ან ვინმეს, ვინც ინსულტს გადაურჩა და დაკავშირებულია ინსულტის მქონე პაციენტების მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს სწრაფი გმირების ელჩი.

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.fastheroes.com და დარეგისტრირდეთ, როგორც სწრაფი გმირების ელჩი. გუნდი მოგაწოდებთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ ამ პროგრამის თქვენს სკოლაში დანერგვისთვის: კლასში გამოსაყენებელ მასალას, ვებ-გვერდს მშობლებისთვის მონაწილეობის მისაღებად და გარკვეულ სასწავლო მასალას, აგრეთვე მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში. არ გვინდა, კამპანია მხოლოდ ერთ სკოლაში ან ერთი დღით განვახორციელოთ. გვსურს, რომ ის სასკოლო სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდეს. ამგვარად, აგრეთვე ვმუშაობთ იმაზეც, რომ მოგაწოდოთ იდეები, თუ როგორ გავხადოთ კამპანია მდგრადი ფინანსური თვალსაზრისით, მაგალითად, საცალო ვაჭრობის, ფინანსთა მოძიებისა და ა.შ. მეშვეობით.

დღეს სწრაფი გმირების მასალა არის ხელმისაწვდომი და ნათარგმნი (გადაუდებელი დახმარების ნომერი და ენა) შემდეგი ქვეყნებისთვის: რუსეთი, ლატვია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, ბრაზილია, კანადა, ისლანდია, სამხრეთ აფრიკა, სინგაპური და ტაივანი. დაინტერესების ზრდასთან ერთად ვაპირებთ პროგრამის არეალის გაზრდასაც.

ანგელოზების ინიციატივაში გვჯერა ადამიანების გაძლიერებისა, რომ, რასაც აკეთებენ, უკეთ გააკეთონ - ეხლა და მომავალში. ამასთანავე, გთავაზობთ საშუალებას, გაუმჯობესდეს ექიმთან მიმართვის დრო ან თქვენი უნარი, გაშიფროთ კტ, სწრაფი გმირების კამპანია არის ჩვენი ხერხი, რომელსაც გთავაზობთ ინსულტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ სამყარო - „თითო ბებია-ბაბუა გმირი რიგ-რიგობით.“

 

შემდეგი
წინა
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software