უკან
ინსულტის საერთაშორისო ჟურნალი
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია (WSO) მხარს უჭერს სწრაფ გმირებს

ინსულტის ნიშნების ცნობა და მკურნალობის სწრაფად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად და ინსულტის მქონე პაციენტებში გამოსავალის გასაუმჯობესებლად. „სწრაფი“ შეტყობინების შესახებ ცოდნა არის ინსულტის მსოფლიო კამპანიის და მსოფლიოს მასშტაბით WSO-ს წევრებისთვის წამყვანი ნოტა. მაგრამ ამ შეტყობინებისთვის მნიშვნელოვანი აუდიტორია, რომელიც ტრადიციულად არ არის ხოლმე ჩართული ინფორმირებულობის პროგრამებში, არის ბავშვები.

მართალია, ინსულტი უფრო ნაკლებად პრევალირებს ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულთა პოპულაციაში, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში ინსულტის რისკი უდრის რა გლობალურად 1-ს 4-დან, ბავშვებისთვის საბაზისო ცოდნის გადაცემა იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება ინსულტი და რა უნდა გაკეთდეს გადაუდებელ გარემოებებში, შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი აღმოჩნდეს.

სწორედ ამიტომაც ახლახანს WSO-მ მხარი დაუჭირა სწრაფი გმირების პროგრამას და იმუშავებს საბავშვო ბაღის დონის ამ ინიციატივის პილოტირებასა და შეფასებაზე, აგრეთვე ხელს შეუწყობს რესურსების ლოკალიზაციას და აქტივობების ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწრაფი გმირების პროგრამამ შექმნა ანიმაციურ გმირებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, სადაც ცენტრალური გმირი არის დათუჩა, რომელიც გახდება სწრაფი გმირი, როდესაც ისწავლის, როგორ შეებრძოლოს ბოროტ კოლტს, და გადაარჩინოს ბებია-ბაბუა გმირები (საკუთარი ბებია-ბაბუა). კლასში გამოსაყენებელი რესურსები არის ასაკის შესაფერისი და მოიცავს ისეთ სასწავლო მასალას, როგორიცაა მოკლე ანიმაციური ფილმები, კლასში შესასრულებელი ღონისძიებები და სახლში წასაღები მასალა, ინფორმაციის ოჯახის წევრებისთვის გასაცნობად. არსებობს მოსაზრება, დავეხმაროთ სკოლებსა და საზოგადოებებს, შეაგროვონ სახსრები, რომ გაზარდონ მონაწილეობა და საბოლოო ჯამში პროგრამა უფრო მდგრადი გახდეს.

მაიკლ ბრენინმა [Michael Brainin], WSO-ს პრეზიდენტმა პარტნიორობის შესახებ თქვა: „გვიხარია, რომ მოვახდენთ ამ პროგრამის პილოტირებას, რომელიც, იმედი გვაქვს, არა მარტო გაავრცელებს სიცოცხლის გადარჩენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, არამედ აგრეთვე დაგვეხმარება, გავიგოთ, ბავშვებთან უკეთ როგორ ვიმუშავოთ, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ინსულტისა და „სწრაფი“ (FAST) შესახებ ცოდნის გაზრდას.“

იან ვან დერ მერვემ [Jan van der Merwe], ევროპაში სწრაფი გმირების პროგრამის მხარდამჭერი ანგელოზების ინიციატივის ხელმძღვანელმა, გააკეთა კომენტარი: „წამოვიწყეთ რა ანგელოზების ინიციატივა, მივხვდით, რომ არსებობს ორი დიდ პრობლემა, რომელიც მისახედია. პირველი ეს არის ის, რომ პაციენტი სამკურნალოდ გვიან მოდის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი დიაგნოზით ან იმით, რომ სიმპტომები არ აღიქმება საკმარისად სერიოზულად იმისთვის, რომ საავადმყოფოს მიმართონ. მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს და ჰოსპიტალიზდება იმ საავადმყოფოებში, რომლებიც არ არის „ინსულტის სამკურნალოდ მზა“. ორივე ეს შეცდომა ძალიან ხშირად იწვევს გაცილებით უარეს გამოსავალს, ვიდრე ინსულტია. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთის გადასაწყვეტად ანგელოზების ინიციატივამ მხარი დაუჭირა მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტს სწრაფი გმირების პროგრამის შემუშავებაში.

ინსულტი იპარავს სიცოცხლეს და ბავშვებისა და მათი ოჯახების ჩართვამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ინსულტის შემთხვევაში ვიყოთ შეძლებისდაგვარად მზა. ეს შეიძლება იყოს სხვაობა არა მარტო სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, არამედ „ჩვენთვის ჩვეულ სიცოცხლესა“ და სამუდამო უნარშეზღუდულობის მქონე სიცოცხლეს შორის.“

სწრაფი გმირების საპილოტე პროგრამები შესრულდება WSO წევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიაში, სინგაპურსა და სამხრეთ აფრიკაში. WSO-ს სწრაფი გმირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით campaigns@world-stroke.org

შემდეგი
წინა
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software