ნაწილის შერჩევა
1
რა იწვევს ინსულტს
2
რა შეიძლება გაკეთდეს ინსულტის პრევენციისთვის
3
მწვავე ინსულტის მკურნალობა
4
იცოდით, რომ
5
შესახებ
დაბრუნდით გვერდზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ
პროგრესი
0%
დასრულებული
რა იწვევს ინსულტს

სისხლდენით გამოწვეული ინსულტი არ არის ისე ხშირი და წარმოადგენს ინსულტის ყველა შემთხვევის დაახლოებით 15%-ს. 

ამგვარად, ინსულტი უფრო ხშირად არის გამოწვეული სისხლის კოლტის მიერ თავის ტვინში არტერიის დახშობით.

თუ გინდათ, რომ ინსულტი არ დაგემართოთ, ალბათ დაინტერესდებით, თუ როგორ ფორმირდება ეს კოლტი და როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი მის ფორმირებას. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სისხლის კოლტი გამოწვეულია ამ ორიდან ერთ-ერთით: არტერიების დაავადება და შედედებისკენ ნორმალურზე მეტად მიდრეკილი სისხლი.

არტერიების დაავადება

შეიძლება გაგონილი გაქვთ ტერმინი ათეროსკლეროზი. თუ არა, ნუ ღელავთ, ეს არის ექიმის ენაზე დაავადებული არტერიების ავადმყოფობა.

წარმოიდგინეთ თქვენი არტერიები, როგორც ეზოს სარწყავი შლანგი.

თქვენი გული არის ონკანი, რომელიც ტუმბავს სითხეს შლანგში (არტერიებში). ერთადერთი განსხვავება თქვენს არტერიებსა და ეზოს შლანგს შორის არის ის, რომ სითხე (სისხლი) არ ტოვებს სისტემას. ის რჩება მიმოქცევაში და მიიტანს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იქ, სადაც საჭიროა.

ეხლა კი წარმოიდგინეთ, რა დაემართება ამ შლანგს, თუ ის დახშულია ბოლოში, ხოლო ონკანიდან წამოსული წნევა მატულობს. რადგან სითხე ვერ გამოდის, წნევა გაიზრდება. დროის მცირე პერიოდში, შლანგის ელასტიურობის შედეგად, ეს მომატებული წნევა მოგვარებულია, მაგრამ, თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, შლანგმა შეიძლება გაჟონოს. განსაკუთრებით, თუ შლანგი წნევის ქვეშ მზეზეა, ის საბოლოო ჯამში გამაგრებული და არაელასტიური გახდება. 

 

თქვენი არტერიული სისტემა ზუსტად იგივეა.

თუ წნევა არტერიებში გარკვეული მიზეზით მომატებულია (როდესაც, მაგალითად, თქვენი საყვარელი სპორტული გუნდი გოლს გაიტანს), თქვენი არტერიები ამას ეგუება ელასტიურობის გამო. მაგრამ თუ მომატებული წნევა რჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, წლების განმავლობაში, მუდმივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მცირე ზომის ნახეთქები არტერიების კედლებში.

საბედნიეროდ, თქვენი ორგანიზმი შეიცავს ამ ნახეთქებთან საბრძოლველ საშუალებას. ამას ქოლესტერინი ჰქვია. ქოლესტერინი გვჭირდება, რადგან ის ასწორებს უჯრედოვან კედლებს და ებრძვის მაღალი წნევით გამოწვეულ ზიანს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ, თუ წნევის პრობლემები გაგრძელდა ან თუ ქოლესტერინი ჭარბად გაქვთ, პატარა დაზიანების ადგილას ქოლესტერინი მეტი რაოდენობით შეიძლება დაგროვდეს. ეხლა სხვა ნივთიერებებიც გროვდება და ამის შედეგად არტერიის კედელი შეიძლება გასქელდეს და გახდეს ნაკლებად ელასტიური. იმდენად, რომ, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, არტერია შეიძლება სრულად დაიხშოს. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ არტერიის კედელში ფორმირებული ეს ბალთა შეიძლება გაირღვას, დინებით გადაინაცვლოს და დაახშოს არტერია თქვენს თავის ტვინში. 

ქართული
საქართველო
ქართული
საქართველო
ბრაზილია
ბულგარეთი
კანადა
ავტომატურად
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
იტალია
ყაზახეთი
ყირგიზეთი
ლიტვა
მალაიზია
მოლდოვა
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთის ფედერაცია
სინგაპური
სლოვაკეთი
სამხრეთი აფრიკა
ქართული (ქართული)
ესპანეთი (კატალონია)
ტაივანი, ჩინეთის პროვინცია
უკრაინა
არაბეთის გაერთიანებული საამიროები
გაერთიანებული სამეფო
უზბეკეთი
ჩაერთეთ

ჩვენ შესახებ

გაიცანით გმირები

კამპანია მოქმედებაში

საზოგადოება

სოციალური ნაწილი
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software