ბოროტი კოლტი იმიტომ არის ასეთი სახიფათო, რომ იერიშზე ჩუმად გადადის, გაფრთხილების გარეშე.
მისი იერიში მდგომარეობს იმაში, რომ ის ბლოკავს სისხლის მიწოდებას თავის ტვინისკენ და ამით აკლებს მას ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს. ამის შედეგად ადამიანს უჩნდება ინსულტ112-ის ერთი ან მეტი სიმპტომი. ამას ეწოდება ინსულტი.
01
კოლტი ცუდია, ის თავს ესხმის თავის ტვინს და მას აზიანებს.
02
ის ზიანს აყენებს იმით, რომ ახშობს სისხლის მიდინებას თავის ტვინისკენ.
03
ამის შედეგად თავის ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
04
ამის შედეგად ადამიანს უჩნდება ინსულტ-112-ის ერთი ან მეტი სიმპტომი.
05
დარწმუნდი, რომ იცი ინსულტ-112-ის სიმპტომები და, თუ შენი გმირი დაკარგავს თავის სუპერძალას, ეჭვი მიიტანე ინსულტზე და სასწრაფოში დარეკე ნომერზე 112.