კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 1 დეკემბერი, 2020

ვებ-გვერდს http://www.fastheroes.com (შემდგომში მოხსენებულია, როგორც "მომსახურება") მართავს მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, მისამართი: 156 Egnatia Str., P.C.54636, Thessaloniki, Greece [საბერძნეთი] ("უნივერსიტეტი", "ჩვენ" ან "ჩვენი").

ამ გვერდით შეგატყობინებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას პირადი მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების ჩვენი პოლიტიკის შესახებ, და რა არჩევანი გაქვთ ამასთან დაკავშირებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალობის მოქმედი კანონების (ე.ი. მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის – GDPR) შესაბამისად.

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ მომსახურების გასაწევად და გასაუმჯობესებლად. ამ მომსახურების გამოყენებით თანახმა ხართ, რომ რომ მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება. სხვანაირად თუ არ იქნება მითითებული მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქ გამოყენებულ პირობებს იგივე მნიშვნელობა ექნება, რაც ჩვენს წესებსა და პირობებში, რომელიც ხელმისაწვდომია http://www.fastheroes.com

განმარტებები

მომსახურება

მომსახურება არის http://www.fastheroes.com ვებ-გვერდი, რომელიც ეკუთვნის და რომელსაც მართავს მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, მისამართი: Egnatia Str., P.C.54636, Thessaloniki, Greece [საბერძნეთი] ("უნივერსიტეტი", "ჩვენ" ან "ჩვენი").

პირადი მონაცემები

პირადი მონაცემები გულისხმობს მონაცემებს ცოცხალი პირის შესახებ, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას ამ მონაცემებით (ან ამ და სხვა ინფორმაციით, რომელიც არის ან იქნება ჩვენს მფლობელობაში).

მონაცემები გამოყენების შესახებ

მონაცემები გამოყენების შესახებ გროვდება ავტომატურად, მომსახურების გამოყენების შედეგად ან უშუალოდ მომსახურების ინფრასტრუქტურიდან (მაგალითად, გვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობა).

ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე (კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი).

მონაცემების მაკონტროლებელი

მონაცემების მაკონტროლებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც (მარტო ან სხვებთან ერთად) ადგენს, რისთვის და რა სახით მუშავდება ან უნდა დამუშავდეს პირადი ინფორმაცია.

კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ ვართ თქვენი პირადი მონაცემების მაკონტროლებელი.

მონაცემების დამმუშავებლები (მომსახურების პროვაიდერები)

მონაცემების დამმუშავებელი (ან მომსახურების პროვაიდერი) არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა მაკონტროლებლის სახელით.

თქვენი მონაცემების უფრო ეფექტურად დამუშავებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების სხვადასხვა პროვაიდერების სერვისები.

მონაცემთა სუბიექტი (ან მომხმარებელი)

მონაცემთა სუბიექტი არის ნებისმიერი ცოცხალი პირი, რომელიც იყენებს ჩვეს მომსახურებას და არის პირადი მონაცემების სუბიექტი.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

თქვენთვის მომსახურების მოსაწოდებლად და მის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მიზნით განსხვავებული ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ.

შეგროვებული მონაცემების ტიპები

პირადი მონაცემები

მომსახურების გამოყენების პერიოდში შეიძლება გთხოვოთ, მოგვაწოდოთ გარკვეული, ვინაობის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი იდენტიფიკაციისთვის ("პირადი მონაცემები"). ვინაობის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

  • ელფოსტის მისამართი
  • სახელი და გვარი
  • მისამართი, შტატი, პროვინცია, საფოსტო კოდი, ქალაქი
  • ქუქი-ფაილები და მონაცემები გამოყენების შესახებ

შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები, რომ გამოგიგზავნოთ საინფორმაციო გზავნილები, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალა და სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს. შეგიძლიათ უარი თქვათ ზოგიერთი ან ყველა გზავნილის მიღებაზე. ამისთვის უნდა დააწკაპუნოთ ბმულზე "ხელმოწერაზე უარის თქმა" ან შეასრულოთ ჩვენგან მიღებულ ელფოსტის წერილში მოცემული ინსტრუქციები. იურიდიული საფუძველია 6 (1) b) GDPR.

მონაცემები გამოყენების შესახებ

აგრეთვე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება წვდომა მომსახურებაზე და მისი გამოყენება ("მონაცემები გამოყენების შესახებ"). ეს მონაცემები გამოყენების შესახებ შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერეტის პროტოკოლის მისამართი (IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი მომსახურების გვერდები, რომლებზედაც შედიხართ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, ამ გვერდებზე გატარებული დრო, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები. ამ მონაცემებს ვიყენებთ იმისათვის, რომ შეძლოთ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, საჭიროების შემთხვევაში, შევამოწმოთ და დავადასტუროთ ჩვენი და მესამე მხარის უფლებები იურიდიული რეგულაციების, ჩვენი გამოყენების წესებისა და მესამე მხარეების უფლებების დარღვევის შემთხვევაში. იურიდიული საფუძველია 6 (1) b) GDPR. ლოგ-ფაილები შენახული იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება შესაბამისი მიზნის მისაღწევად, ზოგადად არაუმეტეს 14 დღისა.

ქუქი-ფაილების მიდევნება

მიდევნებისთვის ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს, რომ დავაკვირდეთ აქტივობას ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით; აგრეთვე ვიკავებთ გარკვეულ ინფორმაციას.

ქუქი-ფაილები არის ფაილები მცირე რაოდენობის ინფორმაციით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ანონიმურ უნიკალურ იდენტიფიკატორსაც. ქუქი-ფაილები თქვენს ბრაუზერში ვებ-გვერდიდან იგზავნება და ინახება თქვენს მოწყობილობაზე. აგრეთვე გამოიყენება მიდევნების სხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა "შუქურები" (beacons), ტეგები და სკრიპტი, იმისათვის რომ მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და მიდევნება, რათა გავაუმჯობესოთ და გავაანალიზოთ ჩვენი მომსახურება.

შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ მოხდეს ყველა ქუქი-ფაილის უარყოფა და მინიშნება, როდესაც ხდება ქუქი-ფაილის გაგზავნა. თუმცა, თუ არ მიიღებთ ქუქი-ფაილებს, შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი მომსახურების ზოგიერთი ნაწილის ნახვას.

მაგალითები იმ ქუქი-ფაილებისა, რომელსაც ვიყენებთ:

1.3.1 სავალდებულო ქუქი-ფაილები

სავალდებულო ქუქი-ფაილები საჭიროა იმისათვის, რომ ვებ-გვერდმა სათანადოდ იმუშავოს. ასეთი ქუქი-ფაილების საშუალებით ვებ-გვერდით სარგებლობა შესაძლებელი ხდება, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა გვედზე ნავიგაცია და წვდომა ვებ-გვერდის უსაფრთხო არეებზე ან ენის პარამეტრებზე. ვებ-გვერდის ფუნქციონირებისათვის მათი მნიშვნელობის გამო, ამ ტიპის ქუქი ფაილების გამოყენებაზე უარს ვერ განაცხადებთ. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით მუხლს 6 (1) b GDPR, ჩვენი მომსახურების კონტრაქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფა. 

ამ ვებ-გვერდისთვის გამოყენებული სავალდებულო ქუქი-ფაილები მოიცავს ქუქი-ფაილებს, რომლებიც

  • ადგენენ, იყენებს თუ არა მომხმარებელი Java Script-ს, 
  • სტუმარს საშუალებას აძლევენ, მიიღოს ვებ-გვერდის კონტენტი რამდენიმედან ერთი სერვერიდან, მაშინ როცა მომხმარებელი ათვალიერებს ვებ-გვერდს,
  • ადგენენ, დაეთანხმა თუ არა და რომელ კატეგორიას დაეთანხმა მომხმარებელი ქუქი-ფაილების ბანერში,
  • ინარჩუნებენ მომხმარებლის სტატუსს გვერდის ყველა მოთხოვნისათვის.

სესიის ქუქი-ფაილები: სესიის ქუქი-ფაილები საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და ადვილად გადაინაცვლოთ ვებ-გვერდის მრავალ გვერდზე, ისე რომ არ დაგჭირდეთ თითოეული ახალი არის აუთენტიკაცია ან გადამუშავება, რომელსაც ეწვევით. სესიის ქუქი-ფაილები წარმოადგენს ერთი ან მეტი დროებითი ქუქი-ფაილის კომბინაციას, რომლებიც წაიშლება როდესაც თქვენს ბრაუზერს ჩახურავთ. როდესაც ხელმეორედ გახსნით თქვენს ბრაუზერს და დაბრუნდებით იმ ვებ-გვერდზე, რომელმაც შექმნა ქუქი-ფაილი, ვებ-გვერდი ვერ გიცნობთ. უნდა შეხვიდეთ სისტემაში ხელმეორედ (თუ სისტემაში შესვლა საჭიროა) ან ხელმეორედ აირჩიოთ სასურველი პარამეტრები/თემები თუ ვებ-გვერდი მოცემულ ფუნქციებს იყენებს.  

სამიზნე ჯგუფი: ეს არის სპეციალური ქუქი-ფაილი, სპეციფიური კონტენტის ხილვადობის მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფებისთვის განსაზღვრისათვის (ე.ი. HCP, ზოგადად საზოგადოება ან მასწავლებლები). ის მიუთითებს, თუ რომელ აუდიტორიას უნდა შეეძლოს რომელი კონტენტის ნახვა ვებ-გვერდზე. მაგალითად, თუ კონტენტი მოიცავს კონკრეტულ სკოლასთან ან კლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლის დანახვაც არ უნდა შეეძლოს საზოგადოებას, მისი დათაგვა ისე, რომ მისი ნახვა შეძლოს მხოლოდ მასწავლებელთა აუდიტორიამ, ნიშნავს იმას, რომ მოცემულ კონტენტს დაინახავენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მოახდინეს საკუთარი თავის იდენტიფიცირება და დადასტურებულია, რომ ისინი მასწავლებლები არიან.

ჩვენს მიერ გამოყენებული სავალდებულო ქუქი-ფაილების მოქმედების ვადაა შესაბამისი სესიიდან დაწყებული ერთ წლამდე პერიოდი. 

1.3.2 ქუქი-ფაილები ვებ-გვერდის ოპტიმიზაციისათვის

თქვენი თანხმობის მიხედვით (მუხლი 6 (1) a GDPR), ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს იმისათვის, რომ ჩვენი ვებ-გვერდები ეფექტურად ფუნქციონირებდნენ და ასევე იმისათვის, რომ ამოვიცნოთ ჩვენი მოწყობილობა შემდგომ ვიზიტებზე თქვენი გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკის მისაღებად. თქვენი თანხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიტანოთ, ახლა ან მომავალში, ზარალის მიღების გარეშე. ამისათვის შეცვალეთ თქვენი პარამეტრები აქ. 

1.3.3 მარკეტინგის ქუქი-ფაილები

მარკეტინგის ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ მომხმარებლებს სხვა ვებ-გვერდებზე იმ სარეკლამო განცხადებების საჩვენებლად, რომლებიც შეეფერება და საინტერესოა ინდივიდუალური მომხმარებლისთვის. ამ დამუშავებას ვაწარმოებთ თქვენი თანხმობის საფუძველზე (მუხლი 6 (1) a GDPR), რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ ამ ბმულის ქვეშ თქვენი პარამეტრების შეცვლით, ნებისმიერ დროს, ამჟამად ან მომავალში, ზარალის მიღების გარეშე.

ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის პროვაიდერების შემდეგ მომსახურებას:

ფეისბუკი და ინსტაგრამი (ფეისბუკ პიქსელი):

ჩვენ ვიყენებთ ფეისბუკ პიქსელს ძირითად ვერსიაში ჩვენი და მესამე მხარეების მიერ თქვენთვის ფეისბუკის და ინსტაგრამის პლატფორმებზე პერსონალიზებული სარეკლამო განცხადებების საჩვენებლად. ფეისბუკს და ინსტაგრამს ამუშავებს Facebook Ireland Ltd, 4 Grand Canal Square, Grand Canal Harbour, Dublin 2 Ireland [ირლანდია] (“ფეისბუკი”).

ამისათვის ფეისბუკს ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი, როგორც მომხმარებლის აქტივობის შესახებ და სხვა პერსონალიზირებულ მონაცემებს (როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი) პიქსელის მეშვეობით. მოცემული მონაცემები მოიცავს (თუმცა ამით არ შემოიფარგლება) ე.წ. http სათაურებს (მაგ. თქვენი IP მისამართი და ინფორმაცია თქვენი ბრაუზერის შესახებ) და დაწკაპუნების მონაცემებს (ე.ი. რომელ ღილაკებზე აწკაპუნებთ ჩვენს ვებ-გვერდზე და ასევე მათ აღწერას და ვებ-გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ). ეს ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ინსტაგრამზე ან სხვა ვებ-გვერდებზე შესვლისას, რომლებიც ასევე იყენებენ ამ ფუნქციას ინტერესების მიხედვით სარეკლამო განცხადებების საჩვენებლად („ფეისბუკის სარეკლამო განცხადებები /ინსტაგრამის სარეკლამო განცხადებები) და ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გავხადოთ ჩვენი ვებ-გვერდი თქვენთვის კიდევ უფრო საინტერესო.

გამოყენებული მარკეტინგული საშუალებების შედეგად, თქვენი ბრაუზერი ავტომატურად ამყარებს კავშირს ფეისბუკის სერვერთან. ჩვენ არ გვაქვს ზეგავლენა ფეისბუკის მიერ შეგროვებული მონაცემების რაოდენობაზე ან მათ შემდგომ გამოყენებაზე პიქსელის საშუალებით. ფეისბუკის მომხმარებელთა აუდიტორიასთან ინტეგრაციის საშუალებით, ფეისბუკი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენ ეწვიეთ და იხილეთ ჩვენი ერთ-ერთი ონლაინ წინადადება და იგებს, რომ თქვენ დააწკაპუნეთ ჩვენს მიერ ნაჩვენებ სარეკლამო განცხადებაზე. თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ ფეისბუკის ერთ-ერთ სერვისში, ფეისბუკს შეუძლია დააკავშიროს ვიზიტი თქვენს შესაბამის კერძო ანგარიშთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ რეგისტრირებული ფეისბუკის მიერ ან არ ხართ შესული სისტემაში, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ პროვაიდერმა აღმოაჩინოს და შეინახოს თქვენი IP მისამართი და დამატებითი იდენტიფიკატორები. ფეისბუკ პიქსელი საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ, შევაფასოთ ფეისბუკის სარეკლამო განცხადებების ეფექტიანობა და მოვახდინოთ მათი ოპტიმიზაცია სტატისტიკური და საბაზრო კვლევის მიზნებისთვის. ჩვენ ფეისბუკისგან მხოლოდ ანონიმურ შეტყობინებებს ვიღებთ.

სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის “ფეისბუკის ინდივიდუალური აუდიტორიის” ფუნქციის დეაქტივაცია ასევე შესაძლებელია მისამართზე www.facebook.com/settings/ (ბმული გარეა). დამატებითი ინფორმაცია ფეისბუკის მიერ მოცემული ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების, ასევე თქვენი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით თქვენი უფლებებისა და არჩევანის შესახებ იხილეთ ფეისბუკის კონფიდენციალობის პოლიტიკაში (https://www.facebook.com/privacy/explanation (ბმული გარეა)). შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა ფეისბუკ პიქსელის გამოყენების შესახებ, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც, შემდეგი ბმულის საშუალებით: https://www.facebook.com/login.php?next=https://www.facebook.com/ads/preferences/?entry_product=ad_settings_screen (ბმული გარეა). ამისათვის უნდა იყოთ შესული ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე. ფეისბუკის მონაცემთა დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.facebook.com/about/privacy (ბმული გარეა).

ტვიტერი (საუბრის ტეგი):

ჩვენს ვებ-გვედზე ასევე მივუთითეთ ტვიტერის სერვისის რემარკეტინგის ფუნქცია. მას უზრუნველყოფს Twitter Inc., 1355 Market Street, Suite 900, San Francisco, CA 94103, USA [აშშ]. ტვიტერის რემარკეტინგის ფუნქციის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რეკლამირება ტვიტერის პლატფორმაზე თქვენი ინტერესების მიხედვით. ამისათვის ტვიტერი იყენებს ე.წ. „ტეგებს“. მოცემული ტეგი გამოიყენება ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტების აღრიცხვისა და ასევე მონაცემთა გამოყენებისათვის (მაგ. ყველა ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია ნაჩვენებ რეკლამირებასთან, როგორიცაა ბმულებზე დაწკაპუნება, რეტვიტები ან მოწონებები) ანონიმური, დეპერსონალიზებული სახით. თუ შემდგომში ტვიტერს ეწვევით, ინტეგრირებული სარეკლამო განცხადებები გამოჩნდება თქვენი ინტერესების მიხედვით. შემდეგ ტვიტერი მიიღებს ინფორმაციას თქვენი ბრაუზერიდან იმის შესახებ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა წვდომა თქვენი მოწყობილობიდან. თუ რეგისტრირებული ხართ ტვიტერის სერვისში, ტვიტერს შეუძლია დაუკავშიროს თქვენი ვიზიტი თქვენს ანგარიშს. იმ შემთხვევაშიც, თუ არ ხართ რეგისტრირებული ტვიტერზე ან არ ხართ სისტემაში შესული, პროვაიდერმა შეიძლება გაიგოს და შეინახოს თქვენი IP მისამართი და სხვა იდენტიფიკატორები. თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობის შესახებ ტეგების მიერ გენერირებული ინფორმაცია გადაეცემა ტვიტერის სერვერს აშშ-ში და იქ ინახება. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იმის შესახებ, თუ როგორ გააუქმოთ მოცემული ფუნქცია ტვიტერზე, იხილეთ https://help.twitter.com/de/safety-and-security/privacy-controls-for-tailored-ads. დამატებითი ინფორმაციისათვის ტვიტერის მიერ მონაცემთა დამუშავების შესახებ ეწვიეთ https://twitter.com/de/privacy.

ლინკდინი (ინსაით-ტეგი):

ჩვენ ასევე ვიყენებთ საუბრებისთვის თვალის დევნებას ჩვენს ვებ-გვერდზე ლინკდინ ინსაიტების ტეგის გამოყენებით, რომელიც არის LinkedIn Ireland-ის, Wilton Plaza, Wilton Place, Dublin 2, Ireland {ირლანდია] საშუალება. ამისათვის ლინკდინ ინსაიტის ტეგი ინტეგრირებულია ჩვენს ვებ-გვერდზე და ლინკდინის მიერ თქვენს მოწყობილობაზე დაყენებულია ქუქი-ფაილი. ლინკდინი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს და რომ თქვენი IP მისამართი ფიქსირდება. ასევე ხდება დროის ნიშნულების და მოვლენების შენახვა, როგორიცაა გვერდის ნახვები. ეს საშუალებას გვაძლევს, სტატისტიკურად შევაფასოთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება მისი მუდმივი ოპტიმიზაციის მიზნით. მაგალითად, ჩვენ ვიგებთ, ლინკდინის რომელმა სარეკლამო განცხადებამ ან ლინკდინზე რომელმა ურთიერთობამ შემოგიყვანათ ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს საშუალებას გვაძლევს, უკეთესად ვაკონტროლოთ თუ როგორ ხდება ჩვენი სარეკლამო განცხადებების ჩვენება.

გადასვლებისადმი თვალის დევნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.linkedin.com/help/linkedin/answer/67595/linkedin-conversion-trackingubersicht (ბმული გარეა). გაითვალისწინეთ, რომ ლინკდინის მონაცემების შენახვა და დამუშავება შეიძლება ისე, რომ შესაძლებელი იყოს შესაბამისი მომხმარებლის პროფილთან დაკავშირება და ლინკდინს ამ მონაცემების გამოყენება შეუძლია საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ ლინკდინის კონფიდენციალობის პოლიტიკა მისამართზე https://www.linkedin.com/legal/privacy-policy (ბმული გარეა. შეგიძლიათ დაუშალოთ ლინკდინს თქვენი გამოყენების ქმედებების ანალიზი და ინტერესების მიხედვით რეკომენდაციების ჩვენება მისამართზე https://www.linkedin.com/psettings/guest-controls/retargeting-opt-out. 

მონაცემების გამოყენება

ჩვენ შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ სხვადასხვა მიზნებით:

  • ჩვენი მომსახურების მიწოდება და შენარჩუნება
  • ჩვენს მომსახურებაში ცვლილებების შეტანის შესახებ თქვენი ინფორმირება
  • სურვილის შემთხვევაში, ჩვენი მომსახურების ინტერაქტიურ ნაწილში მონაწილეობის უფლების მიცემა
  • მომხმარებლის მხარდაჭერის უზრუნველყოფა
  • ღირებული ინფორმაციის შეგროვება ან ანალიზი, რომ შევძლოთ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესება
  • ჩვენი მომსახურების გამოყენების მონიტორინგი
  • ტექნიკური პრობლემების დადგენა, თავიდან აცილება და აღმოფხვრა
  • თქვენთვის ახალი ამბების, განსაკუთრებული შეთავაზებებისა და სხვა პროდუქტების, სერვისებისა და ღონისძიებების, რომელიც მსგავსია იმისა, რომელიც უკვე შეიძინეთ ან რომლითაც დაინტერესდით, შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაწოდებლად; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიღებაზე უარი თქვით

პირადი მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი კანონმდებლობის (GDPR) შესაბამისად

თუ ხართ ევროპის ეკონომიკური არეალიდან (EEA), ჩვენი იურიდიული საფუძველი პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენებისთვის, რომელიც აღწერილია კონფიდენციალობის ამ პოლიტიკაში, დამოკიდებულია იმ პირად მონაცემებზე, რომლებსაც ვაგროვებთ და იმ კონკრეტულ კონტექსტზე, რომელშიც მას ვაგროვებთ. იურიდიული საფუძველია 6 (1) b) GDPR.

თქვენს პირად მონაცემებს ვამუშავებთ, რომ

  • დავაკმაყოფილოთ იურიდიული ინტერესები, მათ შორის:
    • შევასრულოთ კორპორაციული ტრანზაქციები (მაგ., კორპორაციული რესტრუქტურიზაცია, აქტივების გაყიდვა ან გადაცემა, შერწყმა); და
    • დავიცვათ ჩვენი უფლებები ან საკუთრება, უზრუნველვყოთ გამოყენების პირობებისა და იურიდიული შეტყობინებების დაცვა, აგრეთვე სამართლებრივი მოთხოვნების განსაზღვრა, განხორციელება და დაცვა.
  • შევასრულოთ ჩვენი იურიდიული ვალდებულებები, დავაკმაყოფილოთ სასამართლოს ნებისმიერი განჩინების მოთხოვნა ან სხვა სავალდებულო გადაწყვეტილება;
  • სხვა მიზნებზე, როგორიცაა ახალი ინფორმაციის ელფოსტით მიღება, თქვენი თანხმობის არსებობისას; ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა.

მონაცემების შენახვა

ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა კონფიდენციალობის მოცემულ პოლიტიკაში წარმოდგენილი მიზნებისთვის. თქვენს პირად მონაცემებს შევინახავთ და გამოვიყენებთ იმ ფარგლებში, რომელიც საჭიროა, რომ დავიცვათ ჩვენი იურიდიული ვალდებულებები (მაგალითად, თუ თქვენი მონაცემები უნდა შევინახოთ შესაბამისი კანონების თანახმად), მოვაგვაროთ დავები და განვახორციელოთ იურიდიული ხელშეკრულებები და პოლიტიკა.

ასევე შევინახავთ მონაცემებს გამოყენების შესახებ შიდა ანალიზის მიზნით. მონაცემები გამოყენების შესახებ ჩვეულებრივად ინახება უფრო მოკლე დროით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მონაცემების გამოყენება ხდება უსაფრთხოების გასაძლიერებლად ან ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად, ან იურიდიულად ვართ ვალდებულები, ეს მონაცემები შევინახოთ.

მონაცემების გადაცემა

შეიძლება მოხდეს თქვენი ინფორმაციის, პირადი მონაცემების ჩათვლით, გადაცემა, და შენახვა, კომპიუტერებზე, რომლებიც მდებარეობს თქვენი შტატის, პროვინციის, ქვეყნის გარეთ ან სხვა სამთავრობო იურისდიქციაში, სადაც მონაცემთა დაცვის კანონები შეიძლება განსხვავებული იყოს თქვენი იურისდიქციისგან.

თუ იმყოფებით ევროკავშირის (ეკ) ფარგლებს გარეთ და გადაწყვეტთ, ინფორმაცია გადმოგვცეთ, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემებს, პერსონალური მონაცემების ჩათვლით, ვაგზავნით ევროკავშირში და იქ ვამუშავებთ.

თქვენი თანხმობა კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკაზე, რასაც მოყვება ასეთი ინფორმაციის წარმოდგენა, გულისხმობს, რომ ეთანხმებით ამ გადაცემას.

გონივრულობის ფარგლებში, მივიღებთ ყველა ზომას, რომელიც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მონაცემების გამოყენება მოხდეს უსაფრთხოდ და კონფიდენციალობის ამ პოლიტიკის თანახმად, რომ თქვენი პირადი მონაცემები არ გადაეცემა ორგანიზაციას ან ქვეყანას, სადაც არ არის ადეკვატური კონტროლი თქვენი მონაცემებისა და სხვა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

მონაცემების გაზიარება

გაზიარება კანონის აღსასრულებლად

გარკვეულ პირობებში შეიძლება აუცილებელი გახდეს, რომ გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ ამას მოითხოვს კანონი, ან საჯარო უწყებების (მაგ., სასამართლო ან სამთავრობო სააგენტო) სათანადო მოთხოვნების საპასუხოდ.

იურიდიული მოთხოვნები

ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, თუ გვექნება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოცემული მოქმედება საჭიროა:

  • იურიდიული პასუხისმგებლობის აღსრულება
  • ჩვენი უფლებების ან საკუთრების დაცვისა და შენარჩუნებისათვის 
  • მომსახურებასთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევების თავიდან აცილება ან გამოძიება
  • მომსახურების მომხმარებლების ან ხალხის პირადი უსაფრთხოების დაცვა
  • იურიდიული პასუხისმგებლობისგან დაცვა

მონაცემების უსაფრთხოება

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონულად შენახვის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო. მართალია, ვცდილობთ, გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად, მათი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ.

მონაცემთა დაცვაზე თქვენი უფლებები მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი კანონმდებლობის (GDPR) თანახმად

თუ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკურ არეალში (EEA), გარკვეული უფლებები გაქვთ მონაცემთა დაცვაზე. მიზნად ვისახავთ გონივრულ ფარგლებში გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომ თქვენ საშუალება გქონდეთ, შეასწოროთ, დააკორექტიროთ, წაშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ან შეზღუდოთ მათი გამოყენება.

თუ გსურთ, იყოთ ინფორმირებული, თქვენი რომელი პირადი მონაცემები გვაქვს, ან თუ გსურთ, წაიშალოთ ჩვენი სისტემებიდან, დაგვიკავშირდით.

გარკვეულ გარემოებებში მონაცემთა დაცვაზე შემდეგი უფლებები გექნებათ:

უფლება, რომ გქონდეთ წვდომა და შეძლოთ განახლება ან წაშლა იმ ინფორმაციის, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს. შეძლებისდაგვარად, თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ, განაახლოთ თქვენი პირადი მონაცემები ან მოითხოვოთ მათი წაშლა უშუალოდ თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდანვე. თუ ამას თვითონ ვერ აკეთებთ, დაგვიკავშირდით, რომ დაგეხმაროთ.

გასწორების უფლება. უფლება გაქვთ, გაასწოროთ თქვენი ინფორმაცია, თუ ის არის არაზუსტი ან არასრული.

უფლება უარის თქმაზე. უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე.

შეზღუდვის უფლება. უფლება გაქვთ, მოითხოვოთ, რომ შევზღუდოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება.

უფლება მონაცემთა გადატანაზე. უფლება გაქვთ, მიიღოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია სტრუქტურირებული, მანქანით წაკითხვადი და ჩვეულებრივად გამოყენებული ფორმატით.

უფლება თანხმობის გამოტანაზე. აგრეთვე უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა იმ შემთხვევებში, სადაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად თქვენი თანხმობა გვჭირდებოდა.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნებზე პასუხის გაცემამდე შეიძლება გთხოვოთ თქვენი ვინაობის დადასტურება.

უფლება გაქვთ, საჩივარი შეიტანოთ მონაცემთა დაცვის უწყებაში ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ. მეტი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ევროპის ეკონომიკურ არეალში (ЕЕА) მონაცემების დაცვის თქვენს ადგილობრივ უწყებას.

მომსახურების პროვაიდერები

შეიძლება დავასაქმოთ მესამე მხარის კომპანიები და პირები ჩვენი მომსახურების მიწოდების ხელშესაწყობად („მომსახურების პროვაიდერები“). მოცემული მომსახურების პროვაიდერები ჩვენი სახელით უზრუნველყოფენ მომსახურებას, მომსახურებასთან დაკავშირებულ სერვისს ან გვეხმარებიან ჩვენი მომსახურების გამოყენების ანალიზში.

მოცემულ მესამე მხარეებს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ამ ამოცანების ჩვენი სახელით შესასრულებლად, ჩვენი მითითებების დაცვით და ჩვენი კონტროლის ქვეშ, მონაცემთა კონფიდენციალობის მოცემული განცხადების შესაბამისად.

მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ადრესატებისთვის

ზოგიერთი მომსახურების პროვაიდერი პერსონალურ მონაცემებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ამუშავებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მონაცემთა დაცვის ადეკვატურ დონეს ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, (ჩვეულებრივ, ევროკავშირის სტანდარტული საკონტრაქტო მუხლების საფუძველზე, რომლებსაც აქვეყნებს ევროკომისია).

ანალიტიკა

შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერები ჩვენი მომსახურების გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

Google Analytics

Google Analytics არის Google-ის მიერ შემოთავაზებული ინტერნეტ-ანალიზის სერვისი, რომელიც აკონტროლებს და გატყობინებთ ვებ–გვერდის ტრაფიკს. Google იყენებს შეგროვებულ მონაცემებს ჩვენი მომსახურების გამოყენების საკონტროლოდ და მონიტორინგისთვის. ეს მონაცემები გაზიარებული იქნება Google-ის სხვა სერვისებთან. Google-ს შეუძლია შეგროვებული მონაცემების გამოყენება საკუთარი სარეკლამო ქსელის სარეკლამო განცხადებების კონტექსტუალიზაციასა და პერსონალიზაციისთვის.

შეგიძლიათ უარი თქვათ, მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენი აქტივობა Google Analytics-თვის ცნობილი რომ გახდეს. ამისთვის უნდა დააყენოთ ბრაუზერში დამატებითი ოფცია Google Analytics-დან გამოსასვლელად. ჩაშენებული პროგრამა ხელს უშლის Google Analytics-ის ჯავასკრიპტს (ga.js, analytics.js და dc.js), გაუზიაროს Google Analytics-ს ინფორმაცია ვიზიტებთან დაკავშირებული აქტივობის შესახებ.

Google-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად შედით Google-ის კონფიდენციალურობის წესების ვებ-გვერდზე: https://policies.google.com/privacy?hl=en

ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე

ჩვენი მომსახურება შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებ-გვერდებზე, რომელსაც ჩვენ არ ვმართავთ. თუ დააწკაპუნებთ მესამე მხარის ბმულზე, გადახვალთ ამ მესამე მხარის გვერდზე. დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ ყველა იმ გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვევით.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ვებ-გვერდების თუ სერვისების კონტენტზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თუ პრაქტიკულ ასპექტებზე.

ბავშვების კონფიდენციალურობა

ონლაინ უსაფრთხოება ბავშვებისთვის

ვუზრუნველყოფთ, რომ ბავშვები ინტერნეტში უსაფრთხოდ იყვნენ და, ამგვარად, გვაქვს კონფიდენციალურობის დამატებითი პროცესები, რომ დავიცვათ ჩვენი ნორჩი სწრაფი გმირების უსაფრთხოება მათ მიერ ონლაინ არხების გამოყენებისას. აგრეთვე განზრახ არ ვახორციელებთ იმ ბავშვების პირადი ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, გამოყენებასა თუ დამუშავებას, რომლებიც ამ პარამეტრებს მშობლების ნებართვის გარეშე იყენებენ.

აგრეთვე ვიცავთ ყველა შესაბამის კანონს ბავშვებისთვის 13 წლიდან 18 წლამდე, ხოლო პირადი მონაცემების თვალსაზრისით ბავშვად ვთვლით ყველას, ვისი ასაკიც ნაკლებია 16 წელზე.

როდესაც ვამუშავებთ ბავშვების პირად ინფორმაციას, მათი კონფიდენციალურობის დასაცავად დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ:

აუცილებლად ვეუბნებით მშობლებს, მათი ბავშვის თუ რა პირად ინფორმაციას შევაგროვებთ, შევინახავთ, გამოვიყენებთ და დავამუშავებთ, აგრეთვე ვაფრთხილებთ, თუ ამ ინფორმაციას გავაზიარებთ;

ჩვენ ვასრულებთ იურიდიულ მოთხოვნებს და ბავშვის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, მის გამოყენებასა და დამუშავებაზე ვიღებთ მშობლებისგან თანხმობას, აგრეთვე ნებართვას ვიღებთ ბავშვისთვის ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე;

ბავშვების პირად ინფორმაციას შეზღუდულად ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ, რომ მოხდეს მხოლოდ ონლაინ აქტივობებში საჭირო ინფორმაციის შეგროვება;

მშობლებს საშუალებას ვაძლევდეთ, წვდომა ჰქონდეთ მათი შვილისგან მოგროვებულ პირად ინფორმაციაზე, მშობლებმა აგრეთვე შეიძლება მოითხოვონ, რომ მათი ბავშვების პირადი ინფორმაცია შეიცვალოს ან წაიშალოს.

მშობლის ან მეურვის მიერ რეგისტრაცია

ბავშვებს თავიანთი თავის რეგისტრაცია ვებ-გვერდზე არ შეუძლიათ. რეგისტრაცია უნდა გააკეთოს მშობელმა ან მეურვემ. თუ დაგვჭირდება ბავშვის პირადი ინფორმაციის შეგროვება, ეს ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს მშობელმა ან მეურვემ, რომელიც გასცემს მშობლის თანხმობას, კანონმდებლობის თანახმად. რათა დავრწმუნდეთ, რომ თანხმობის გაცემა არ მოხდა შეცდომით, შესაბამის მშობელს ან მეურვეს გავუგზავნით ელფოსტით წერილს, სადაც ავხსნით, თუ რა ინფორმაციის შეგროვებას ვაპირებთ და როგორ იქნება ის გამოყენებული. თუ მშობლებს არ სურთ თანხმობის გაცემა ან მასზე უარს ამბობენ, შეუძლიათ მოითხოვონ თანხმობის გაუქმება ჩვენთან admin@fastheroes112.com-ზე ელფოსტით წერილის გაგზავნით. ჩვენ წავშლით ბავშვისგან შეგროვებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის ზრდასრულის საკონტაქტო ინფორმაციასაც, თუ დასტურისთვის ის მოთხოვნილი იყო.

შერჩევისა და კონტროლის ზომები მშობლებისთვის

მშობლებს ან მეურვეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ აგვიკრძალონ მათი ბავშვის შესახებ ინფორმაციის გამოყენება და მოგროვება. მშობლებს ან მეურვეებს შეუძლიათ გვთხოვონ, რომ წავშალოთ ჩვენი ჩანაწერებიდან პირადი ინფორმაცია, რომელიც შევაგროვეთ მათი ბავშვის ანგარიშისთვის. 

ბავშვების პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ქვემოთ მოცემულია მაგალითები, თუ როდის ვაგროვებთ მონაცემებს ბავშვებისგან:

როდესაც ოჯახები ონლაინ რეგისტრაციას გადიან.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძლება შემოგთავაზოთ სხვადასხვა მომსახურება, როგორიცაა ჩვენი კონტენტი, თამაშები და შეჯიბრებები. ოჯახებს სთხოვენ პირადი ინფორმაციის წარმოდგენას. 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირადი მონაცემების ჩაწერა ხდება მხოლოდ შეზღუდულად, მხოლოდ კანონით დაშვებულ ფარგლებში ან მათი მშობლების ნებართვით. მაგალითად, ზემოხსენებული პირობების თანახმად, მშობელი შექმნის მომხმარებლის პროფილს ბავშვის სახელზე, შეუძლია აირჩიოს ამ პროფილის ბავშვის სკოლასთან და კლასთან ბმულით დაკავშირება. ეს იმისთვის ხდება, რომ ბავშვს შეეძლოს პროგრამაში მონაწილეობა მისი სკოლის ან კლასის სახელით. დაჟინებით გირჩევთ, რომ მშობლებმა თავიანთი ბავშვებისთვის შექმნან ისეთი მეტსახელი, რომელიც არ შეიცავს რაიმე პერსონალურ ინფორმაციას.

ბავშვის პირადი ინფორმაციის შეგროვებისას, მას ვინახავთ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის გვჭირდება მომსახურების გაწევისთვის ან კანონმდებლობის თანახმად.

სკოლის/ორგანიზაციის მეშვეობით მონაწილეობა

თუ ბავშვი კამპანიაში მონაწილეობას იღებს თავისი სკოლის ან რაიმე სხვა ორგანიზაციის მეშვეობით, მასწავლებელი/ელჩი შეძლებს ნახოს ბავშვის სახელი და გვარი/მეტსახელი, რეგისტრაციის სტატუსი და პროგრესი ონლაინ პროგრამის საშუალებით, რათა ხელი შეუწყოს დაგეგმილი აქტივობების სრულად დანერგვას. ბავშვის შესახებ სხვა პირადი ინფორმაციის გაზიარება არ მოხდება. 

ცვლილებები კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკაში

შეიძლება დროდადრო ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განვაახლოთ. ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთ ამ გვერდზე კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკის განთავსებით.

ელფოსტით და/ან მომსახურების შესახებ სპეციალური შეტყობინებით გაცნობებთ ცვლილების შეტანამდე და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თავზე განვაახლებთ „ძალაში შესვლის თარიღს“.

გირჩევთ, პერიოდულად გადაამოწმოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომ ცვლილებები არ გამოგრჩეთ. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევა მათი ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით, თუ გაქვთ შეკითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით:

  • ელფოსტით: info@fastheroes112.com
ჩაერთეთ

ჩვენ შესახებ

გაიცანით გმირები

კამპანია მოქმედებაში

საზოგადოება

სოციალური ნაწილი
ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software