წესები და პირობები

უკანასკნელი განახლების თარიღი: იანვარი 1, 2020

ეს წესები და პირობები („წესები“, „წესები და პირობები“) არეგულირებს თქვენს ურთიერთობას http://www.fastheroes.com ვებ-გვერდთან („მომსახურება“), რომელსაც მართავს მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, მისამართი: 156 Egnatia Str., P.C.54636, Thessaloniki, Greece [საბერძნეთი] („უნივერსიტეტი“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“).

მომსახურების გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს.

თქვენი წვდომა და მომსახურების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, ეთანხმებით თუ არა მოცემულ წესებს და ასრულებთ თუ არა მათ. ეს წესები ძალაშია ყველა სტუმრისთვის, მომხმარებლისთვის და იმათთვის, ვისაც წვდომა აქვს მომსახურებაზე ან მას იყენებს.

ჩვენს მომსახურებაზე წვდომის განხორციელებით ან მისი გამოყენებით თანხმობას აცხადებთ, დაიცვათ მოცემული წესები. თუ ამ წესებიდან რომელიმეს არ დაეთანხმებით, მომსახურებაზე წვდომა არ გექნებათ.

ვებგვერდის კონტენტი

ვებგვერდი და მისი კონტენტი, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება ინფორმაციითა და ანიმაციებით, არ ჩაანაცვლებს და მიზნად არ ისახავს, რომ ჩაანაცვლოს სამედიცინო კონსულტაცია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ლიცენზიის მქონე სამედიცინო მუშაკს. უნივერსიტეტი არ იძლევა რაიმე გარანტიას კონტენტის მართებულობაზე, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის იყოს განახლებული და რაც შეიძლება ზუსტი.

შენაძენები

თუ მოისურვებთ რაიმე პროდუქტის ან სერვისის შეძენას მომსახურების საშუალებით („შენაძენი“), შეიძლება გთხოვონ გარკვეული ინფორმაციის წარდგენა, რომელიც რელევანტური იქნება თქვენი შენაძენისა, მათ შორის და არა მარტო, თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, მისი ვარგისიანობის ვადა, თქვენი მისამართი და სად უნდა მოხდეს ტრანსპორტირება.

თქვენ წარმოადგენთ და უზრუნველყოფთ, რომ: (i) გაქვთ იურიდიული უფლება, ნებისმიერ შენაძენთან დაკავშირებით გამოიყენოთ საკრედიტო ბარათ(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდ(ებ)ი; და (ii) თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის მართალი, სწორი და სრული.

ასეთი ინფორმაციის წარდგენით უფლებას გვაძლევთ, მოცემული ინფორმაცია გადავცეთ მესამე მხარეებს შენაძენის შეძენის გასაადვილებლად.

უფლებას ვიტოვებთ, უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა ნებისმიერ დროს გარკვეული მიზეზით, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით: პროდუქტისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, შეცდომები პროდუქტის ან მომსახურების აღწერილობასა თუ ფასში, შეცდომა თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

უფლებას ვიტოვებთ, უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თუ არსებობს ეჭვი თაღლითობაზე ან არასანქცირებულ თუ არალეგალურ ტრანზაქციებზე.

ხელმისაწვდომობა, შეცდომები და უზუსტობები

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენს შეთავაზებებს პროდუქტებზე, ინფორმაციას მომსახურების შესახებ და სერვისებს. ჩვენს მომსახურებაში ხელმისაწვდომი პროდუქტები ან სერვისები შეიძლება იყოს აღწერილი არასწორად, მითითებული იყოს არასწორი ფასი ან მიუწვდომელი იყოს, ჩვენ კი შეიძლება დაგვაგვიანდეს მომსახურების შესახებ ინფორმაციის განახლება ჩვენს და სხვა ვებ-გვერდებზე.

ჩვენ არ და ვერ ვიძლევით გარანტიას ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტესა თუ სისრულეზე, ეს იქნება ფასი, პროდუქტის გამოსახულება, მახასიათებლები, ხელმისაწვდომობა თუ სერვისები. უფლებას ვიტოვებთ, შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია და გავასწოროთ შეცდომები, უზუსტობები ან გამოტოვებები ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

შეჯიბრებები, ლატარეა და სარეკლამო აქციები

მომსახურების შედეგად ორგანიზებული ნებისმიერი შეჯიბრებები, ლატარეა თუ სხვა სარეკლამო აქციები (ერთობლივად „სარეკლამო აქციები“) შეიძლება რეგულირდებოდეს წესებით, რომელიც არ წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წესებს. თუ რაიმე სარეკლამო აქციებში მონაწილეობთ, ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასთან ერთად გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის წესებსაც. თუ სარეკლამო აქციების წესები ეწინააღმდეგა ზემოთ ხსენებულ წესებს, უპირატესობა ენიჭება სარეკლამო აქციების წესებს.

კონტენტი

ჩვენი მომსახურების შედეგად შეძლებთ გარკვეული ინფორმაციის, ტექსტის, გრაფიკის, ფოტოების, ვიდეოებისა თუ სხვა მასალის („კონტენტი“) გამოქვეყნებას, ბმულის გაკეთებას, შენახვას, გაზიარებას და სხვა გზით მიწოდებას. პასუხს აგებთ იმ კონტენტზე, რომელსაც გადასცემთ მომსახურებას, მისი იურიდიული მართებულობის, დამაჯერებლობისა თუ შესაფერისობის ჩათვლით.

მომსახურებისთვის კონტენტის გადაცემით უფლებასა და ლიცენზიას გვანიჭებთ, გამოვიყენოთ, შევცვალოთ, საჯაროდ აღვასრულოთ, საჯაროდ გავიტანოთ, გავიმეოროთ და გავანაწილოთ ეს კონტენტი მომსახურების ვებ-გვერდზე და მისი მეშვეობით. მომსახურების ვებ-გვერდზე და მისი მეშვეობით წარმოდგენილ, დაპოსტილ თუ გაზიარებულ კონტენტზე ყველა თქვენს უფლებას ინარჩუნებთ და პასუხს აგებთ ამ უფლებების დაცვაზე. თანახმა ხართ, რომ ეს ლიცენზია გულისხმობს ჩვენს უფლებას, გავუზიაროთ თქვენი კონტენტი მომსახურების სხვა მომხმარებლებს, რომელთაც აგრეთვე შეეძლებათ ამ წესებით დაფარული კონტენტის გამოყენება.

თქვენ წარმოადგენთ და უზრუნველყოფთ, რომ: (i) თუ კონტენტი არის თქვენი (თქვენ ფლობთ მას) ან გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ის და მოგვცეთ უფლება და ლიცენზია, როგორც აღწერილია მოცემულ წესებში; და (ii) თქვენი კონტენტის მომსახურების ვებ-გვერდზე ან მის მეშვეობით გასაჯაროება არ არღვევს კონფიდენციალობის უფლებებს, საჯარო გამოყენების უფლებებს, საავტორო უფლებებს, კონტრაქტით გათვალისწინებულ უფლებებს ან ნებისმიერი ადამიანის რაიმე სხვა უფლებებს.

ანგარიშები

როდესაც ჩვენს სისტემაში ანგარიშს ქმნით, უნდა წარმოადგინოთ ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია. ამის გაუკეთებლობა წარმოადგენს წესების დარღვევას, რასაც შეიძლება მოყვეს ჩვენს მომსახურებაზე თქვენი ანგარიშის მყისიერი შეწყვეტა.

პასუხს აგებთ მომსახურებაზე წვდომისთვის გამოყენებული პაროლის შენახვაზე და ამ პაროლით განხორციელებულ ქმედებებსა თუ აქტებზე, განურჩევლად იმისა, თქვენი პაროლი გამოიყენება ჩვენი მომსახურების თუ მესამე მხარის მომსახურების მისაღებად.

თანახმა ხართ, თქვენი პაროლი მესამე მხარეს არ გადასცეთ. მაშინვე უნდა შეგვატყობინოთ, როგორც კი გაიგებთ უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების შესახებ.

მომხმარებლის სახელისთვის არ შეიძლება გამოიყენოთ სხვა ადამიანის თუ ორგანიზაციის სახელი, ან ისეთი დასახელება, რომლის გამოყენება იურიდიულად არ არის დაშვებული, შესაფერისი ავტორიზაციის გარეშე სავაჭრო ნიშნის დასახელება, რომელიც მიესადაგება სხვა ადამიანის თუ ორგანიზაციის უფლებებს, ან ისეთი სახელი, რომელიც არის შეურაცმყოფელი, ვულგარული ან უხამსი.

ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე

ჩვენი მომსახურება შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე ან სერვისებზე, რომელსაც უნივერსიტეტი არ ფლობს თუ აკონტროლებს.

უნივერსიტეტი არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს მესამე მხარის ვებ-გვერდების თუ სერვისების კონტენტზე, კონფიდენციალობის პოლიტიკაზე თუ პრაქტიკულ ასპექტებზე. ასევე აღიარებთ და ეთანხმებით, რომ უნივერსიტეტი არ იქნება პასუხისმგებელი და არ აგებს პასუხს, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ნებისმიერ ზიანსა თუ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეული იყო ასეთ ვებ-გვერდებზე თუ მომსახურებით ხელმისაწვდომი კონტენტის, საქონლის ან სერვისების გამოყენების შედეგად.

დაჟინებით გთხოვთ, გაეცნოთ ყველა მესამე მხარის ვებ-გვერდებისა თუ სერვისების წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

შეწყვეტა

შეგვიძლია დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ან დროებით გავთიშოთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების და პასუხისმგებლობის გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არღვევთ წესებს.

შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი უფლება მომსახურების გამოყენებაზე მაშინვე შეწყდება. ანგარიშის შეწყვეტა თუ გსურთ, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მომსახურების გამოყენება.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

არავითარ შემთხვევაში უნივერსიტეტი თუ მისი დირექტორები, თანამშრომლები, პარტნიორები, აგენტები, მიმწოდებლები, აფილირებული წევრები აგებენ პასუხს რაიმე არაპირდაპირ, შემთხვევით, განსაკუთრებულ, გამომდინარე თუ დამსჯელ ზიანზე, მათ შორის მოგების, მონაცემების დაკარგვაზე, გამოყენებაზე თუ სხვა არამატარიალურ დან აკარგზე, რომელიც გამოწვეულია (i) მომსახურებაზე თქვენი წვდომით ან მისი გამოყენებით ან წვდომისა თუ გამოყენების შეუძლებლობით; (ii) მომსახურებასთან დაკავშირებით მესამე მხარის ქცევით ან კონტენტით; (iii) მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერი კონტენტით; და (iv) თქვენს გადაცემებსა თუ კონტენტზე არასანქცირებული წვდომით, მისი გამოყენებით თუ შეცვლით, გარანტიის, კონტრაქტის, სამოქალაქო კანონდარღვევის (დაუდევრობის ჩათვლით) ან სხვა იურიდიული ქმედების შედეგად, განურჩევლად იმისა, ვიყავით თუ არა გაფრთხილებულები ასეთი ზიანის შესაძლებლობაზე, მაშინაც, თუ აქ დაწესებული მაკორექტირებელი ღონისძიება თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

პასუხისმგებლობის უარყოფა

მომსახურების გამოყენება თქვენი რისკით ხდება. მომსახურების მიწოდება ხდება „როგორიც არის“ და „როგორიც ხელმისაწვდომია“ საფუძველზე. მომსახურების მიწოდება ხდება რაიმე გარანტიების გარეშე, ეს იქნება პირდაპირ წარმოთქმული თუ ნაგულისხმები, მათ შორის და არა მარტო სავაჭრო გამოსადეგობის, კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის, დაურღვევლობის თუ მუშაობის რეჟიმის გამართულობის შესახებ.

უნივერსიტეტი, მისი შვილობილი კომპანიები, პარტნიორები და ლიცენზიის მქონენი არ იძლევიან გარანტიას, რომ ა) მომსახურება იქნება უწყვეტი, უსაფრთხო თუ ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროსა თუ ადგილას; ბ) მოხდება ყველა შეცდომის თუ დეფექტის გამოსწორება; გ) მომსახურება არ შეიცავს ვირუსებს თუ სხვა საზიანო კომპონენტებს; ან დ) მომსახურების გამოყენება დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

მარეგულირებელი კანონი

ეს წესები გაკონტროლდება და შესრულდება თესალონიკის, საბერძნეთი, კომპეტენტური სასამართლოების კანონების შესბამისად, განურჩველად მისი კონფლიქტისა კანონის დებულებებთან.

ჩვენი უუნარობა, მოვითხოვოთ ჩვენი უფლება ან მოცემული წესების აღსრულება არ ნიშნავს ამ უფლებებზე უარის თქმას. თუ ამ წესების უზრუნველყოფას სასამართლო ჩათვლის არამართებულად ან სასამართლოს მიერ შეუსრულებლად, ძალაში დარჩება ამ წესების დანარჩენი დებულებები. ეს წესები წარმოადგენს მთელ ხელშეკრულებას ჩვენ შორის ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით და ის ჩაანაცვლებს და შეცვლის ყველა ადრეულ ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენ შორის მომსახურებასთან დაკავშირებით.

ცვლილებები

უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ეს წესები. თუ ცვლილება მნიშვნელოვანია, შევეცდებით, წარმოვადგინოთ ის ახალი წესების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. არის თუ არა ცვლილება მნიშვნელოვანი, ამას მხოლოდ ჩვენ ვადგენთ.

თუ გააგრძელებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები ძალაში შევა, თანხმობას აცხადებთ შეცვლილი წესების შესრულებაზე. ახალ წესებს თუ არ დასთანხმდებით, უნდა შეწყვიტოთ მომსახურებით სარგებლობა.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით, თუ გაქვთ შეკითხვები ამ წესებთან დაკავშირებით.

ძილისპირული ზღაპრების წიგნის კონკურსი - წესები და პირობები

სწრაფი გმირების ძილისპირული ზღაპრების წიგნის კონკურსის მხარდამჭერი არის მაკედონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, მისამართი: 156 Egnatia Str., P.C.54636, Thessaloniki, Greece [საბერძნეთი] [მხარდამჭერი] და მისი ორგანიზაცია შესაძლებელი გახდა ანგელოზების ინიციატივის დახმარებით. ანგელოზების ინიციატივა არის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ინსულტის მკურნალობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მიღწევა ხდება ახალი, ინსულტის სამკურნალოდ მზა საავადმყოფოების შექმნით და ინსულტის სამკურნალოდ არსებულ საავადმყოფოებში სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებით. საბოლოო მიზანი არის ინსულტის მქონე ყველა პაციენტისთვის მკურნალობის ერთნაირი დონის უზრუნველყოფა განურჩევლად მათი ადგილმდებარეობისა მსოფლიოში. „ანგელოზების ინიციატივა“ წარმოადგენს კომპანიის Boehringer Ingelheim International GmbH ინიციატივას და მას მხარს უჭერენ ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია (WSO), ინსულტის ევროპის ორგანიზაცია (ESO), აგრეთვე, პარტნიორების სახით, ინსულტის ევროპის ალიანსი (SAFE) და Medtronic. მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.angels-initiative.com

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, უნგრეთისა და პოლონეთის რეზიდენტებს, რომელთა ასაკი არის 18 წელი ან მეტი, გარდა მხარდამჭერი კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ახლო ნათესავების გარდა, აგრეთვე იმ ადამიანების გარდა, ვინც სხვაგვარად არის დაკავშირებული ორგანიზაციასთან ან კონკურსის ჟიურიშია.

მონაწილეობისთვის გადასახადი არ არსებობს და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რამის შეძენა არ მოგიწევთ.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით კონკურსანტი თანხმობას აცხადებს, რომ დაიცავს მოცემულ წესებსა და პირობებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების გზა და დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო მონაწილეობის მისაღებად, წარმოდგენილი იქნება ჩვენს ფეისბუკ გვერდზე https://www.facebook.com/fastheroes/.

ერთ ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მონაწილეობის მიღება. ერთსა და იმავე ადამიანისგან მონაწილეობაზე რამდენიმე მოთხოვნა დისკვალიფიცირებული იქნება.

მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთების ბოლო თარიღი იქნება 30 ივნისი2020. ამ თარიღის შემდეგ კონკურსზე ახალი განაცხადები აღარ მიიღება.

რაიმე მიზეზით არმიღებული განაცხადებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება.

კონკურსის წესები და, როგორ უნდა მოხდეს მასში მონაწილეობა, მოცემულია ქვემოთ: კამპანიის რეკლამირებისთვის მხარდაჭერილი იქნება პოსტები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. მონაწილეობის მისაღებად პოსტზე კომენტარში უბრალოდ გვითხარით, რა არის თქვენი პატარას საყვარელი ძილისპირული ზღაპარი და ვინ უყვართ, რომ ის მათ წაუკითხოს.

კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 20 ივლისს, ასე რომ ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს!

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, გააუქმოს ან დააკორექტიროს კონკურსი და მოცემული წესები და პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ ადგილი აქვს კატასტროფას, ომს, სამოქალაქო ან საომარ დარღვევებს, ღვთიურ აქტს ან რაიმე კანონის თუ რეგულაციის თუ სხვა მოვლენის რეალურ თუ მოსალოდნელ დარღვევას, რომელიც არ მიესადაგება ორგანიზატორის კონტროლს. ორგანიზატორი კონკურსში შეტანილ ცვლილებებს აცნობებს მონაწილეებს.

ორგანიზატორი არ აგებს პასუხს რომელიმე კონკურსანტისთვის ჯილდოს შესახებ არასწორი ინფორმაციის გადაცემაზე მოცემულ კონკურსთან დაკავშირებული მესამე მხარის მიერ.

ჯილდო შემდეგნაირია: სწრაფი გმირების ძილისპირული ზღაპრების წიგნის ამობეჭდილი ასლი. 

ჯილდო იქნება როგორც იყო გამოცხადებული და არ მოხდება ნაღდი ფულის ან სხვა ალტერნატივის შეთავაზება. ჯილდოების გადაცემა არ ხდება. ჯილდოები დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე და უფლებას ვიტოვებთ, რომ შევცვალოთ ნებისმიერი ჯილდო სხვა ეკვივალენტურით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

გამარჯვებულებს აარჩევს ექსპერტების დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც დანიშნავს კონკურსის ორგანიზატორი. 

გამარჯვებულებს DM აცნობებს შედეგებს ფეისბუკის მეშვეობით დახურვის დღემდე 28 დღის განმავლობაში. თუ გამარჯვებულს ვერ უკავშირდებიან ან ის ჯილდოს არ იღებს შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში, უფლებას ვიტოვებთ, ჯილდოს მიმღებად დავნიშნოთ სხვა ჩამნაცვლებელი გამარჯვებული.

ორგანიზატორი აცნობებს გამარჯვებულს, როდის და სად შეიძლება ჯილდოს მიღება.

ორგანიზატორის გადაწყვეტილება კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე იქნება საბოლოო და არ მიესადაგება განსჯას.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით კონკურსანტი თანხმობას აცხადებს, რომ დაიცავს მოცემულ წესებსა და პირობებს.

გამარჯვებული თანახმაა, რომ მისი სახელი და გვარი და გამოსახულება გამოყენებული იქნება რეკლამირებასთან დაკვშირებულ მასალაში ისევე, როგორც წარმოდგენილი მასალა. გამარჯვებულთან ან სხვა მონაწილეებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესახებ მიმდინარე კანონმდებლობის თანახმად და არ იქნება გადაცემული მესამე მხარისთვის კონკურსანტის წინასწარი თანხმობის გარეშე.

კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მოცემული წესებისა და პირობების აღიარებას.

ორგანიზატორი აგრეთვე იტოვებს უფლებას, გააუქმოს კონკურსი, თუ წარმოიშვება გარემოებები, რომელიც მის კონტროლს არ მიესადაგება.

ნივთი ნაყიდია!
მონეტები არასაკმარისია!
კრისტალები არასაკმარისია!
Powered by Translations.com GlobalLink OneLink Software